logo

მითხრეს, რომ კამერები მუშაობს, ან მაშინ იტყუებოდნენ ან ახლა - რამიშვილი საკალმახეზე

clock 0 clock 1374 clock 03 აგვ 202021:59

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს საკალმახეში მას უთხრეს, რომ ვიდეო სათვალთვალო კამერები მუშაობს. 

როგორც რამიშვილმა გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" აღნიშნა, ის იყო მისული საკალმახეში და ვიდეო კამერებთან დაკავშირებით, დაწესებულების მენეჯერს ესაუბრა.

"მე მითხრეს, რომ ვიდეო სათვალთვალო კამერები მუშაობს. დირექტორი ადგილზე არ იყო. მოვითხოვე მენეჯერი და როცა ჩემთან მოვიდა, ვკითხე თუ მუშაობდა კამერები და მითხრეს, რომ მუშაობდა. და ახლა არ მუშაობს 4 წელი?! ახლა გაფუჭდა?! ესე იგი მომატყუა ან ახლა იტყუებიან. ხო ჩავა პოლიცია და გაარკვიონ. შევეკითხე გარკვევით თუ მუშაობს და მითხრეს, რომ კი, მუშაობსო", - განაცხადა რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე საკალმახე მეურნეობამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მათ ტერიტორიაზე განლაგებული კამერები 4 წელია არ მუშაობს. 

ეს სწორედ ის ტერიტორიაა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისა და მათი ადვოკატის ვარაუდით, გარდაცვლილს ქონდა შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, კავშირში იყო მის გარდაცვალებასთან. 

საკალმახეში კი ამბობენ, რომ კამერების ჩანაწერებს ვერ ამოიღებდნენ, რადგან ვიდეოკონტროლი ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა. 

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა