logo
ENG



მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერი არსად წასვლას არ აპირებს - ტიკარაძე

04 ივნ 202012:20
3 წუთის საკითხავი
clock 493

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. 

ტიკარაძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. 

„მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერ-მინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


close დახურვა