logo
ENG



მინისტრის აპარატი: როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ოკუპანტები "ბორდერიზაციას" ააქტიურებენ

12 სექ 202018:22
3 წუთის საკითხავი
clock 441
j1h1pob8mp76dm3.jpg

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგ ფაქტს ეხმაურება და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს გმობს.

როგორც აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, მომავალ კვირას სახელმწიფო მინისტრი ჟენევის თავმჯდომარეებს შეხვდება და შექმნილ ვითარებას განიხილავს. 

"იმ ფონზეც კი, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს საოკუპაციო ხაზზე. აპარატი განაგრძობს ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად ინტენსიურ მუშაობას და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას, რათა სათანადო შეფასება მიეცეს და ქმედითი ზომები იქნას მიღებული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გახშირებული უკანონო ქმედებების შესაჩერებლად.

მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ისევე როგორც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებასთან ერთად, აუცილებლად იქნება დაყენებული ბოლო დროს განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის საკითხიც", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გორის სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს


close დახურვა