logo

მიხეილ ბენიძე: ბოლო პერიოდში რუსული დეზინფორმაცია გააქტიურდა

clock 0 clock 330 clock 25 მარ 202023:13

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან გაძლიერებულ დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობდა.

მისი განცხადებით, რუსეთი ცდილობს ევროპა, როგორც ვირუსთან არასათანადოდ მზადყოფნად წარმოაჩინოს. ცდილობს ასევე ჩინური გზავნილები გაავრცელოს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელება ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოხდა.

ბენიძის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი გზავნილებით საქათველოს მოსახლეობა ორად გახლიჩოს.

„რუსული დეზინფორმაცია გააქტიურდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ცალსახად ვხედავთ, რომ ქვეყანაში დეზორგანიზებას შეუწყონ ხელი და გამოიყენონ კორონავირუსი და კოვიდ 19-ის კრიზისული ვითარება კრემლის მიზნების გასაძლიერებლად გამოიყენონ.ისინი ცდილობენ, რომ ევროპა, როგორც უძლური და არასათანადოდ მზადმყოფი წარმოაჩინონ. ამ ფონზე გააჩინონ გზავნილები, რაც საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ფუჭს და არასაჭირო მიმართულებას წარმოაჩენს.

ხდება ჩინური გზავნილების გავრცელება, რომ თითქოს ეს ვირუსი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა. ხდება დარტყმა ლუგარის ლაბორატორიაზე, რაც ახალი ამბავი არ არის.  მცდელობა არის იმის, რომ ის კრიტიკა, რაც მოდის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი და გარკვეული პრაქტიკებისადმი ზიარებასთან დაკავშირებით, ეს წარმოაჩინონ როგორც ომი და მცდელობა, რომ ტრადიციები შეილახოს. სპეციალურად ხდება ისეთი გზავნილების გაცემა, რომელიც საზოგადოებას ყოფს“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა