logo
ENG



მკვლელობა მუხრანში - პოლიცია 28 წლის კაცს რომელიც შესაძლო ბრალდებულია ამ დრომდე ეძებს

08 ივლ 202020:45
3 წუთის საკითხავი
clock 573

საზარელი მკვლელობა სოფელ მუხრანში. პოლიცია ამ დრომდე ეძებს 28 წლის კაცს, რომელიც გამოძიების ვერსიით, საკუთარი მამისა და ბაბუის მკვლელობის საქმეში ერთადერთი შესაძლო ბრალდებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძებნილი ციხიდან ახალი გამოსული იყო, ის სასჯელს სავარაუდოდ, მკვლელობისთვის იხდიდა.

მოკლული მამა-შვილი ოკინაშვილების ცხედრები მეზობელმა სახლში დილის 7 საათზე აღმოაჩინა. თემურ გაბრიელაშვილი ნახევრად დანგრეულ სახლში ოკინაშვილების ოჯახის წევრთან ერთად შევიდა და მამა-შვილი გარდაცვლილები ნახა.

გიორგი ოკინაშვილის დედას მედიასთან საუბარი არ სურს, ამბობს რომ შვილი არ უნახავს და არც მოტივი იცის, თუმცა ირიბად ადასტურებს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.

მოტივზე საუბარი უჭირთ თანასოფლელებსაც, ვერსიები ბევრია. ერთ-ერთის თანახმად საქმე ფულს ეხება, მეორე ვერსიით კი 28 წლის ახალგაზრდამ მამაზე და ბაბუაზე შური იძია. მიზეზი ოჯახური ძალადობა გახდა. ფორმულას ადგილობრივები უყვებიან, რომ გიორგი ოკინაშვილი წლების განმავლობაში მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. 77 წლის მოკლულს - გივი ოკინაშვილს ძალადობაში მისი ბიძაშვილიც ადანაშაულებს.

რა გახდა სასტიკი დანაშაულის მიზეზი გამოძიებისთვისაც უცნობია, თუმცა საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დეტალები მას შემდგ გაირკვევა, როდესაც პოლიცია სავარაუდო მკვლელის კვალს მიაგნებს.

 

 


close დახურვა