logo
ENG



მოსახლეობის ყველაზე მეტი ნდობა ჯარს აქვს, ყველაზე ნაკლები - პრეზიდენტს - Edison Research

16 ივლ 202012:20
3 წუთის საკითხავი
clock 3297
მოსახლეობის ყველაზე მეტი ნდობა ჯარს აქვს, ყველაზე ნაკლები - პრეზიდენტს - Edison Research
KVLEVA 45

Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი - 90% - ჯარს ენდობა. მეორე ადგილზე ეკლესიაა - 88% ამბობს, რომ მას ენდობა. შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოდის 79%-ით.

პოლიციას 70% ენდობა, უნივერსიტეტებს - 69%; ქართულ მედიას - 68%; პრემიერმინისტრს - 63%; ომბუდსმენს - 61%; ადგილობრივ ხელისუფლებას - 57%; მთავრობას - 52%; ცესკოს - 51%; NGO-ებს - ასევე 51%; 

ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოს პრეზიდენტს აქვს - 59% ამბობს, რომ მას არ ენდობა.  ასევე 58% არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს; 58% ამბობს, რომ არ ენდობა ქართულ ბანკებს; 54% არ ენდობა პროკურატურას; ასევე 54% არ ენდობა სასამართლოებს; 51% არ ენდობა პარლამენტს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.

ამ თემაზე იხილეთ: 

მოსახლეობის 58%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - Edison Research

71% - არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ, 23% - ალბათ მივიღებ - Edison Research

მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ მომდევნო 12 თვე მისი ცხოვრება უკეთესი იქნება - Edison research

ქვეყნის მთავარი პრობლემები: უმუშევრობა, სიღარიბე, მზარდი ფასები - Edison Research

საქართველოს მოსახლეობის 92% ენდობა NATO-სა და ევროკავშირს - Edison Research

საქართველოში ყველაზე მეტად უკრაინას და აშშ-ს ენდობიან, ნაკლებად - რუსეთს - Edison Research

65%-ის თქმით, საკვებსა და პირველად საგნებზე ფული 1 თვე ან ნაკლები ეყოფა - Edison Research

82% - საკვები და პირველადი ნივთები გაცილებით ძვირია, ვიდრე პანდემიამდე - Edison research

მოსახლეობის ნახევრის თქმით, პანდემიისას შემოსავალი შეუმცირდა ან დაკარგა - Edison Research

74%-ის აზრით, Covid-19-ის შედეგებისგან ეკონომიკა სწრაფად ვერ აღდგება - Edison Research

მხოლოდ 19%-ს არ ეშინია, რომ საკვების და საყიდლების თანხა არ ექნება - Edison Research


close დახურვა