logo
ENG



მოქალაქე: სამსახურში თანამშრომელს გამოვყევი ან მეტრო, ან ავტობუსი უნდა დაეტოვებინათ

31 მარ 202010:08
3 წუთის საკითხავი
clock 447

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო ფაქტობრივი კარანტინია. გამკაცრებული რეჟიმი დილის 08:00 საათიდან მოქმედებს. აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება.

მოქალაქეებს ტაქსებითა და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება უწევთ. მათი თქმით, იძულებულები არიან სამსახურში წავიდნენ.

„ხალხი თუ არ იქნება გარეთ, ვეთანხმები ამას. თუ საშუალებაა ადამიანი სახლში დარჩეს, თუ მთავრობა გაჭირვებულ ადამიანს დაეხმარება, ნამდვილად მიზანშეწონილია“, - აცხადებს მოქალაქე.

როგორც „ფორმულას“ ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, ის ვარკეთილიდან წერეთლის გამზირზე თანამშრომელს გამოჰყვა.

„ვარკეთილიდან მოვდივარ, თანამშრომელმს ვთხოვე და მანქანით მომიყვანა. ერთ-ერთი უნდა დაეტოვებინათ, ან მეტრო ან ავტობუსი“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ. თუმცა, აქაც არის შეზღუდვები - მათ 2 ადამიანზე მეტის გადაყვანა არ შეუძლიათ.

როგორც „ფორმულას“ ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა განუცხადა, შესაძლოა, მალე ტაქსების ნაწილმა მუშაობა გააჩეროს.

„ორი კაცის მეტი უფლება არ გაქვთ. ხალხი არ არის. ზოგმა გააძვირა და ზოგმა არა. სადამდე გავქაჩავ, იქამდე ვიმუშავებ, სხვანაირად რა გავაკეთო“, - განაცხადა მან.

 


close დახურვა