logo
ENG



მოჭიდავე ირწმუნება, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მამამ შავი საქმისთვის ფული შესთავაზა

01 აგვ 202020:47
3 წუთის საკითხავი
clock 1534

სპორტსმენებს, განსაკუთრებით კი მოჭიდავეებს, საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლება შავი საქმეებისთვის რომ იყენებს, არახალია. არც ისაა ახალი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აინტერესებს სპორტის არცერთი სახეობის რეპუტაცია. თუ მას სჭირდება მოჭიდავე, ის უნდა გასცდეს ტატამს და საარჩევნო უბანზეც წარმატებით უნდა იჩხუბოს. 

ბოლო ერთ თვეზე მეტია, მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე ირწმუნება, რომ მას და კიდევ რამდენიმე მოჭიდავეს არჩევნებში შავი საქმისთვის ფული შესთავაზეს. კერძოდ, მოლაპარაკებებს მოჭიდავეებთან აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე და აჭარის პოლიციის უფროსი აწარმოებდნენ.

„თანხები, რომლებიც ჩაირიცხა რეზო წულუკიძის მეუღლის და ელდარი ანთაძის მეუღლის ანგარიშებზე, 2000-2000 ლარი, დავით რიჟვაძისგან არის წამოსული და ის ალაგებდა ამ თემებს. ჩვენგან ელოდებოდნენ არჩევნებში დახმარებას, ჯანმრთელი ჯანსაღი სპორტსმენი ბიჭები სჭირდებოდათ. ამის სანაცვლოდ ყველაფერზე იყვნენ  თანახმა“, - განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.


close დახურვა