logo
ENG



ნატა ფერაძე დენდროპარკზე: ესაა აოხრებული, ბუნებიდან ამოგლეჟილი ხეების ერთობა

03 ივნ 202008:11
3 წუთის საკითხავი
clock 746

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის აშენებას გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ხე-ტყე ემსხვერპლა. აქტივისტი ნატა ფერაძე გაჩეხილი ტერიტორიების ფოტო მასალას ავრცელებს. მისი თქმით, დენდროპარკის შენების გამო, რეგიონებში მიკროკლიმატი სრულად აირია. ფერაძე ამბობს, რომ ივანიშვილი პარკის მოსაწყობად ფულს ბიუჯეტიდან იღებდა.

"ეს არაა დენდრო პარკი, მას სულ სხვა ფუნქცია აქვს. ესაა მთელ აჭარაში, სამეგრელოსა და გურიაში აოხრებული, ბუნებიდანამოგლეჟილი ხეების ერთობა, რასაც არჩევნების წინ გაგვიხსნიან და ვარდისფერ ფლამინგოებს გვანახებენ. ნებისმიერი, კეთილსინდისიერი ადამაინი გვერდით დადებდა იმ ფოტოებს, რაც მე განვათავსე, რადგან დაბობვის პერიოდშიც კი არ იყო ქვეყანა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლაა,  ივანიშვილის მიერ "დენდროპარკის" აშენების შემდე",-აცხადებს ნატა ფერაძე. 

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს და ის, სავარაუდოდ, 15 ივლისს ოფიციალურად გაიხსნება. 

 


 


close დახურვა