logo
ENG



ნიკა გამყრელიძე: წამლის მარაგები საკმარისზე მეტია

04 აპრ 202022:59
3 წუთის საკითხავი
clock 534

"გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ არცერთ ჩვენს მომხმარებელს, წამალზე შეფერხება და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ ექნება", - ასე აფასებს "ევექსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გამყრელიძე მედიკამეტებისა და ზოგადად სამედიცინო დანიშნულების საგნების მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებას. 

როგორც გამყრელიძე ამბობს, "ევექსის" ჰოსპიტლები სრულად მზადაა იმისთვის, რომ კოვიდ19-ის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გადადგას. 

"მარაგები დღეს საქართველოში საკმარისია, იმაზე მეტია ვიდრე საკმარისი. გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ არცერთ ჩვენს მომხმარებელს წამალზე შეფერხება და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ ექნება. უნდა მიგვეწოდებინა პირველადი ჯანდაცვის სერვისები ონლაინ, რაც გავაკეთეთ და ასევე ჩვენი ჰოსპიტალური ნაწილის მომზადებაც. ეს უკანასკნელი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს - ერთი რომ ის ჰოსპიტლები, რომლებიც არ იქნებიან უშუალოდ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულნი, იყვნენ მზად რომ სწორად ამოიცნონ ეს ქეისი და სწორად გადაამისამართონ და ასევე ის კოვიდ ცენტრები, რაც გამოვყავით, როდესაც რაღაც გარკვეულ ციფრებს მივაღწევთ, ჩვენი ჰოსპიტლები გადაკეთდება ან ცხელების კლინიკებად ან უშუალოდ კოვიდ ცენტრებად. ჩვენი მხრიდან მზაობაში იქნება სრულად 600 საწოლი. მზაობა ასევე ნიშნავს შესაბამის აღჭურვილობას ტექნიკურად, რისი პრობლემაც არაა და ასევე სამედიცინო პერსონალის აღჭურვილობაც. ტრენინგები გვაქვს დაწყებული უკვე თვე-ნახევარია. ჩვენ ვემზადებით ყველაზე ცუდი სცენარისთვის, სახელმწიფოც და იმედია ეს არ მოხდება", - განაცხადა გამყრელიძემ. 


close დახურვა