logo
ENG



ომბუდსმენი:კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები არის წინ გადადგმული ნაბიჯი

29 ივნ 202014:21
3 წუთის საკითხავი
clock 358
j0qhvo9f3ar7pyf.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები არის წინ გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

როგორც ომბუდსმენის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში.

„სახალხო დამცველი მიესალმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები არის წინ გადადგმული ნაბიჯი საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და სამართლიანი საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში“, - ნათქვამია განცხადებაში.

2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილების მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

აქამდე მოქმედი სისტემით საქართველოს პარლამენტი 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატისგან კომპლექტებოდა. 2020 წლის არჩევნებზე მოსახლეობა 30 მაჟორიტარს აირჩევს, რაც არჩევნებს მეტად პროპორციულად აქცევს.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი იქნება. ასევე გათვალიწინებულია ე.წ. "ჩამკეტი", რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ან ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.


close დახურვა