logo
ENG



ოპოზიცია: მთავრობა საგარეო ვალს იღებს და ამით არაფერს აკეთებს

26 მაი 202014:39
3 წუთის საკითხავი
clock 570

მთავრობა საგარეო ვალს იღებს და არაფერს აკეთებს - ოპოზიციის ლიდერები აუდიტის დასკვნის საფუძველზე კორუფციის ნიშნებს ხედავენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. შესწავლის შედეგად ანგარიშში გამოვლინდა, რომ გასულ წელს 243 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, წინა წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანას 20 მილიარდამდე საგარეო ვალი აქვს აღებული, თუმცა ეს თანხები სახელმწიფოს არ ხმარდება. ბაქრაძის თქმით ეს თანამდებობის ბოროტად გამოყენება და უფლება მოსილების გადამეტებაა.

ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება საგარეო ვალი და დღეს უკვე სარეკორდო რიცხვზეა ასული, ეს არის თითქმის 20 მილიარდი ლარი და როდესაც ქვეყანაში გაიხედავ გამოიხედავ არ ჩანს რაში იხარჯება ამდენი ფული. ეს დასკვნა არის ერთი მაგალითი იმის, რომ ვიღებთ ვალს, მომავალ თაობებს ვუტოვებთ გადასახდელ ვალს და ამ ვალით არ კეთდება ის რაც უნდა კეთდებოდეს. ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ან უფლებამოსილების გადამეტება ან უბრალოდ ისეთი ხარისხის კორუფცია, რომელიც წარმოადგენს გამოძიების საგანს“,-აცხადებს დავით ბაქრაძე.

საქმეში კორუფციულ ნიშნებს ხედავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძეც მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო კომპანიაბმა ქვეყანას 4.6 მილიონი ლარი ჯარიმა სესხის არ ათვისების გამო დააკისრა, სწორედ ამიტომ გოცირიძეს მიაჩნია, რომ სქემა კორუფციულ ნიშნებზეა აგებული.

„როდესაც ქვეყანამ აიღო საგარეო ვალი 200 მილიონზე მეტი ამ პროექტებისა არ იყო შესრულებული. როდესაც ყველა დიდ პროექტს ასრულებს საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები, ღებულობენ დიდძალ ფულს პრადი ჯიბისთვის და პარტიული ყულაბისთვის, როდესაც ეს ფული გამოიყენება შეღავათიანი ტენდერების გამო საარჩევნო კამპანიაში და უფრო მეტიც, როდსაც 4.6 მილიონი ლარით დაგვაჯარიმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიებმა იმის გამო რომ არ ავითვისეთ ეს სესხი, ეს იმას ნიშნავს რომ მთელი ეს სქემა აწყობილია კრუფციაზე“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ აუდიტის დასკვნა მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი დოკუმენტია და მას დეტალურად კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

„ცხადია, აუდიტის დასკვნა არის მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი საშუალება პარლამენტისთის ეს არის დოკუმენტი, რომელიც შემდგომში მთავრობასთან კომუნიკაციაში არის ღირებული დოკუმენტი. კომიტეტის სხდომეზე ეს განხილული იქნება და შემდგომ უფრო მეტი ინფრმაცია იქნება“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 


close დახურვა