logo
ENG



ორი პაციენტი დასტაბილურდა, ორის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - მარინა ეზუგბაია

08 აპრ 202010:36
3 წუთის საკითხავი
clock 370

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან ორი პაციენტის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე - ისინი ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის წარმომადგენლები არიან და ასაკთან ერთად აქვთ თანდართული დაავადებები.

„დაგვემატა 13 შემთხვევა, არის სულ 208. აქედან 5 არის ჩვენი პაციენტი. ამ 208-დან 71 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. გუშინ მოხდა 24 პაციენტის ტესტირება - 6 იყო უარყოფითი, კიდევ სამის განმეორებით პასუხს ველოდებით, გვყავდა 4 მძიმე პაციენტი, აქედან ორი დასტაბილურდა და დანარჩენ ორთანაც შეიმჩნევა დასტაბილურების ნიშნები. ორი პაციენტი გვყავს ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერი, ორივე მათგანი არის ასაკოვანი, მაგრამ ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი. ჩვენს ცენტრში არსებული ყველა პაციენტი არის სხვების კონტაქტები - მხოლოდ ორის პირველწყარო არაა ცნობილი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 46 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა სამი მათგანი. 


close დახურვა