logo
ENG



ოქრიაშვილის NDI-ს კვლევაზე: გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმეტესობა ოპოზიციას დაუჭერს მხარს

14 სექ 202016:48
3 წუთის საკითხავი
clock 532
eotux8ynda97ueu.jpg

პარტია პროგრესი და თავისუფლების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ NDI-ის კვლევის შედეგად გამოვლენილი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის - 59%-ის - უმეტესობა ოპოზიციას მისცემს ხმას.

ოქრიაშვილი 2012 წელთან ავლებს პარალელს:

"2012 წელს NDI-ს კვლევები დაემთხვა რეალობას. მაშინდელი კვლევებით 35% აძლევდა ხმას ნაციონალურ მოძრაობას და აიღო 40%, ანუ პრაქტიკულად დაემთხვა. ოცნებას ხმას აძლევდა 12%, 43% იყო გადაუწყვეტელი და არ ამბობდა. ოცნებამ აიღო 55% - დააჯამეთ ეს ორი ციფრი და მიიღებთ ზუსტად 55%-ს. მაშინაც მოსახლეობა მალავდა. საზოგადოების დიდ ნაწილს გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ მალავს, არის შიში. ალბათ, მაშინაც აშინებდნენ და ახლაც არის შიში. სოციალურს მოგიხსნი, მასწავლებელს აშინებენ, რესურს ცენტრს მინისტრის მოადგილე აშინებს და ასეთი ჯაჭვებია. 59% გადაუწყვეტელს რომ ეძახიან, უმეტესობა ოპოზიციას დაუჭერს მხარს", - აცხადებს ოქრიაშვილი.

მისი თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო უწყების პოლიტიზირება მომავალში უნდა დასრულდეს. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას? - 59% პასუხობს, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია.

36%-ს ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 88% არჩევნებზე წასვლას აპირებს.

NDI-ის დაკვეთით, კვლევის საველე სამუშაოები საველე სამუშაოები CRRC-მ 6-11 აგვისტოს ჩაატარა. სატელეფონო გზით გამოიკითხა 2 045 ადამიანი.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.


close დახურვა