logo
ENG



ოქრუაშვილი: სერგეენკოს ვთხოვ, რომ დებატებში მონაწილეობა მიიღოს

14 სექ 202022:21
3 წუთის საკითხავი
clock 630
ოქრუაშვილი: სერგეენკოს ვთხოვ, რომ დებატებში მონაწილეობა მიიღოს

გამარჯვებული საქართველოს საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ოქრუაშვილი, ქართული ოცნების საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატს, დავით სერგეენკოს მოუწოდებს, რომ მან პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა მიიღოს. ამასთან დაკავშირებით, ოქრუაშვილმა ფორმულას გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა" ისაუბრა.

ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ სერგეენკოს დებატებში მონაწილეობა სურს, თუმცა მისი პარტიის გადაწყვეტილებაა, რომ მან ეს არ გააკეთოს.

"არასწორია და ძალიან ცუდია მისი მხრიდან ის დამოკიდებულება, რომ ის არ იღებს დებატებში მონაწილეობას, უარს ამბობს ამაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის მისი პარტიის გადაწყვეტილება. ეს მის იმიჯზე ცუდად აისახება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას სურვილი აქვს ასეთი ტიპის დებატების და მე ვთხოვ მას, სადაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ ტელევიზიაში, მან მიიღოს მონაწილეობა დებატებში, რომ მისთვის ეს ჩრდილი თუ კლიშე გამორიცხოს და მოიშოროს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატია. ამავე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი დავით სერგეენკოა.


close დახურვა