logo

ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

clock 05 მარტი 2020 17:19

 

პარტია „გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.  

სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ გაიზიარა და კოშაძეს  პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა კობა კოშაძეს იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა ტარებას ედავება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს.

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა