logo

ოცნება მზად არის ადგილობრივ არჩევნებზე 40%-მდე შედეგის შემთხვევაში, ვადამდელი განიხილოს

16 აპრ 202117:26
3 წუთის საკითხავი
clock 2101
ოცნება მზად არის ადგილობრივ არჩევნებზე 40%-მდე შედეგის შემთხვევაში, ვადამდელი განიხილოს

ქართული ოცნება ქრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერის გარდა გამოთქვამს მზაობას, თვითმმართველობის არჩევნების პროპორციულ ნაწილში 40%-ზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში, განიხილონ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. 

"გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი", - ამბობს თალაკვაძე, - "თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, ამ შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ ოპოზციის მოთხოვნებს [ვადამდელ] არჩევნებთან დაკავშირებით". 

მანამდე თალაკვაძემ განაცხადა, რომ თული ოცნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს აწერს.

 
close დახურვა