logo
ENG



ოხანაშვილი:ჯარიმების ჩამოწერის საკითხი არ განიხილება

02 ივნ 202014:43
3 წუთის საკითხავი
clock 683

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის დარღვევის დროს გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, ხელისუფლების მიზანს ადამიანებისთვის ჯარიმების გამოწერა არ წარმოადგენს და აუცილებელია საზოგადოების ყველა წევრმა გაითვალისწინოს რეკომენდაციები. 

ოხანაშვილის თქმით, ნომერ პირველი რეკომენდაცია პირბადის ტარებაა და თუ ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იქნება, შესაძლოა გათვალისწინებული იქნას შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.​

ოხანაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებსაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც ჯარიმების გამოწერა შერჩევითად ხდებოდა. მისი თქმით, არანაირ შერჩევით მიდგომას ადგილი არ ჰქონია.

„არ არის ჩვენი თვითმიზანი ვინმეს პასუხისგებაში მიცემა, ვინმესთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება. ჩვენი ერთადერთი მიზანია ყველამ დავიცვათ წესები და არ მოუწიოს არავის ჯარიმის გადახდა. 

"პირბადეების ტარება ნომერ პირველი რეკომენდაციაა იმისთვის, რომ ყველამ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. პირბადეები არის სავალდებულო. 

"თუ ვინმე პირბადის მოხმარების წესს არ დაიცავს ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. რაც შეეხება უკვე გამოწერილი ჯარიმების თემას, მათი ჩამოწერის საკითხი არ განიხილება. არანაირი შერჩევითი მიდგომა არ ყოფილა ჯარიმების გამოწერისას“, - განაცხდა ანრი ოხანაშვლმა

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, იურიდიული და ჯანდაცვის კომიტეტებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის, ისეთი ჯარიმების შემუშავება დაავალა, რომელიც მოსახლეობას მძიმე სოციალურ ტვირთად არ დააწვება. 


close დახურვა