logo
ENG



ოხანაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციაზე: ესენი არიან წარსულის ჯგუფები

02 ივნ 202014:34
3 წუთის საკითხავი
clock 327

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აუხსნან საზოგადოებას, რა ინტერესების მიხედვით არიან გაერთიანებულები და რას სთავაზობენ ქვეყანას.

„ჯერ ჩამოყალიბდნენ რა ღირებულებები აერთიანებთ მათ, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას როგორ უყურებენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეეკითხეთ ის გეგმები, რომელსაც სახავენ. ელემენტარულად აუხსნან საზოგადოებას, რა ინტერესით არიან ეს ჯგუფები გაერთიანებული და ქვეყნის განვითარების რა პერსპექტივას სთავაზობენ საზოგადოებას. მე ვფიქრობ, მათ ეს პერსპექტივა არ აქვთ, ეს ჯგუფები არიან წარსულის ჯგუფები, არანაირი მომავალი მათ საქმიანობას არ უკავშირდება“, - აცხადებს ოხანაშვილი. 


close დახურვა