logo
ENG



ოხანაშვილი ფრონტერაზე:ოცნება ორიენტირებულია, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ბიზნესს

04 ივნ 202014:21
3 წუთის საკითხავი
clock 365

კომპანია „ფრონტერას“ ბრალდებებს „ქართული ოცნება“ პასუხობს. ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ „ფრონტერას“ განცხადებებს, ყოველთვის საერთაშორისო ნორმების მიხედვით პასუხობენ და კომპანიას სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

მთავრობის წევრები ამერიკულ კომპანიას საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებასაც სთხოვენ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, წერილთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. ამერიკული კომპანიის ბრალდებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა უპასუხა. 

„ამერიკული ინვესტიციები ზოგადად გაზრდილია. "ქართული ოცნების" გუნდი და სრულიად ხელისუფლება ორიენტირებულია იმისთვის, რომ მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ბიზნესს. რა თქმა უნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლების მხრიდან ბიზნესის დაწყებასა თუ წარმოებაზე საქართველოში“, - განაცხდა ანრი ოხანაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კომპანია „ფრონტერას“ მიერ პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ეხმაურება. მინისტრი კომპანიას მოუწოდებს, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჯაროოს. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამერიკულ კომპანიებს ებრძვის, რაც ქვეყნის იმიჯისათვის დამაზიანებელია.

კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას სასამართლო განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. საგანგებო წერილში, რომელიც გიორგი გახარიას სახელზეა გამოგზავნილი, სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის უკანონო შეწყვეტაზეა საუბარი.

მასში ვკითხულობთ, რომ კომპანიის აქტივების ჩამორთმევის ირგვლივ არსებული ძალისხმევა ხაზს უსვამს კანონისადმი უპატივცემულობასა და საქართველოში ამერიკული კერძო სექტორისთვის არასახარბიელო საინვესტიციო კლიმატის არსებობას.


close დახურვა