logo

პანდემიის ფონზე, ივანიშვილი სასურველი პროექტების მოსწრებას ცდილობს - NGO-ები მთავრობის დადგენილებას აპროტესტებენ

clock 07 აპრ 202020:44

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის და მთელი ყურადღება ეპიდემიაზეა გადატანილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში პროექტის განხორციელებას ხალხთან კონსულტაციის გარეშე აპირებს.

მათი ინფორმაციით, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობით ისარგებლა და გამოსცა დადგენილება, რომლითაც 20-მდე პროექტის საჯარო განხილვის გარეშე განხორციელება ხდება შესაძლებელი, მათ შორისაა აბასთუმნის საავტომობილო გზა. „მწვანე ალტერნატივაში“ მიიჩნევენ, რომ დადგენილება სპეციალურად ამ გზისთვის შეიქმნა. საზოგადოების ნაწილი და სპეციალისტები აბასთუმნის შემოვლით გზის გაყვანას აპროტსტებენ. გზა ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს კვეთს  და აბასთუმანს უერთდება, საიდანაც ივანიშვილმა ტუბდისპანსერი გადაიტანა და სასტუმრო ააშენა.

დადგენილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და კერძო ინტერესებს  ემსახურება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებითაც. საია-ში განმარტავენ, რომ მთვრობას საჯარო განხილვების შეზღუდვის უფლება არ ქონდა. ამ უფლების შეზღუდვა  შეუძლებელია ასევე პრეზიდენტის დეკრეტით. იურისტი მიიჩნევს, რომ თუ აბასთუმნის პროექტი საჯარო განხილვის გარეშე განხორციელდება, უამრავი ადამიანის უფლება დაირღვევა. და ამით მხოლოდ 1 ადამიანის სურვილი შესრულდება.

გარდა აბასთუმნისა, დადგენილება კიდევ დაახლოებით 20 პროექტს შეეხება. სეისმოლოგის, თეა გოდელაძის თქმით, პროექტები გარემოს დაცვითი კუთხით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კვლევები რომელიც პროექტებზე ჩატარდა მისი თქმით ვალის მოხდის მიზნით არის შესრულებული და უამრავი პრობლემა ექმნებათ უსაფრთხოების და კუთხით. ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითი ნამახვანის ჰესია, რომლის პროექტშიც არ არის  გათვალისწინებული მიწისძვრის საფრთხე. ეს იმ დროს როდესაც რაჭა სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილია.

საიამ და მწვანე ალტერნატივამ მთავრობას უკვე მიმართეს მოთხოვნით, რომ დადგენილება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩეროს.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა