logo
ENG



პირველი სანქციებისკენ ნაბიჯი უკვე მივიღეთ, ეს ძალიან ცუდია - ხატია დეკანოიძე

07 ივლ 202018:30
3 წუთის საკითხავი
clock 600

„ამერიკის სანქციები არ არის მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ. აქ ყველა პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წარმომადგენელი იგულისხმება“ - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის 15 პროცენტიანი დახმარების შესაძლო შეჩერებას გადაცემაში "კომენტარი" აფასებს.

მისი თქმით, შეერთებული შტატებისგან სანქციების მიღებისკენ ნაბიჯი უკვე გადაიდგა, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება.

„სულ პარალელს ვავლებ ხოლმე. ჩვენ ეხლა ყველამ ვიცით სად არის პლახატნიუკი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ ადამიანს პლახატნიუკს, დაადო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცია. პირდაპირ სანქციების დიდ პაკეტში მოხვდა - პომპეოს განცხადებაც. ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების 14/61 სანქციების სანქციების პაკეტი, რომელიც უკვე ორპარტიული გახდა, რომელიც ორპარტიული გახდა, არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ სანქციების პაკეტში იგულისხმება ყველა ის პოლიტიკური ისტაბლისმენტის წარმომადგენელი, ვინც ხელს უშლის საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და დამკვიდრებას. პირველი სანქციებისკენ ნაბიჯი უკვე მივიღეთ. ოღონდ ეს არის ძალიან ცუდი“, - განაცხდა დეკანოიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.


close დახურვა