logo
ENG



პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ, მაგალითად აგარის შაქრის ქარხნის მწყობრში მოყვანა - თურნავა

03 აპრ 202013:37
3 წუთის საკითხავი
clock 387

მთავრობის ეკონომიკური გუნდი საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ეკონომიკსა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. 

როგორც თურნავამ აღნიშნა, შესაბამისი დავალება ეკონომიკურმა გუნდმა პრემიერ-მინისტრისგან დღეს მიიღო. მისივე თქმით, მთავრობა აამუშავებს მექანიზმებს, რომლებიც მცირე ბიზნესს დაეხმარება. 

"პრემიერის დავალების თანახმად გეგმაში ავსახავთ ყველა არსებულ ბერკეტს. იქნება ეს პროგრამა აწარმოე საქართველოში, რომლის ფარგლებშიც მაგალითად ახლა პირბადეებს ვკერავთ, თუ სხვა. ახლა მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იქნება პირველ რიგში განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლელი ქართული ბიზნესი. ასევე გაგვაჩნია მნიშვნელოვანი ბერკეტი - საკრედიტო საგარანტიო ფონდი, რომელიც წინა პერიოდში მოთხოვნადი არ იყო, რადგან ბიზნესები ჯანსაღი იყო და ეკონომიკა ვითარდებოდა. ამ მექანიზმის გაფართოება არის ძალიან დროული და ეს დაგვეხმარება გადავარჩინოთ ასობით მცირე ბიზნესი და ამას უახლოეს დღეებში შევთავაზებთ. ცნობილი მექანიზმის გარდა ახლებსაც შევიმუშავებთ. მაგალითად აგარის შაქრის ქარხანა უნდა ჩავაყენოთ მწყობრში და 500 ადამიანი დასაქმდება. ასეთი მაგალითი ბევრი იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ


close დახურვა