logo

პრეზიდენტი 9/11-ზე: ქართველი ხალხი აშშ-ს გვერდით განაგრძობს უსაფრთხოებისთვის ბრძოლას

clock 5 clock 115 clock 11 სექ 202016:43
t8aqjmd78iehw4i.jpg

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 11 სექტემბრის ტერაქტის მე-19 წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით აგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას.

"19 წლის წინ, 11 სექტემბრის თავდასხმებმა შეძრა ამერიკა და სრულიად მსოფლიო. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტების მსხვერპლთ. 19 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას და განაგრძობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას", - წერს პრეზიდენტი.

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 19 წელი გავიდა. ტერაქტი, რომელმაც 3 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტრაგიკულ მოვლენად რჩება.

19 წლის წინ, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19-მა წევრმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. პირველი თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობას დილის 8 საათსა და 46 წუთზე შეეჯახა. დაღუპულებს შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა