logo
ENG



ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას კაწროს ნაცვლად, მისი ცოლი მიმართავს

14 ივლ 202013:49
3 წუთის საკითხავი
clock 5907
olfeo1ksclm02bx.jpg

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას, წინააღმდეგ ავთანდილ ბილანიშვილის იგივე "კაწროს" ცოლი, ნათია რუხაია ჩივის.

ქარტიის ცნობით, განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით, მომჩივანის თხოვნით, განმცხადებელი შეიცვალა.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ნათია რუხაიას განცხადება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. მხარე სადავოდ ხდის 2020 წლის 07 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო",- წერია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს სახელი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში რამდენჯერმე გამოჩნდა.

კერძოდ, "მთავარი არხი" და ნიკა გვარამია ამტკიცებდა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია და დამნაშავეთა სასარგებლოდ საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.


close დახურვა