logo
ENG



რამიშვილი: უნდათ დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, რომ მე შევუკვეთე ყალბი ფოტოები

23 სექ 202009:22
3 წუთის საკითხავი
clock 603

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა აპირებს ზეწოლა მოახდინოს დავით ფურცხვანიძეზე, იმ პირზე, ვინც მისი თქმით, სატელიტის ფოტოები მიაწოდა. რამიშვილის თქმით, გამოძიება ცდილობს ფურცხვანიძეს ათქმევინოს, თითქოს მან შეუკვეთა ყალბი ფოტოები. ადვოკატს ამ საკითხზე დღეს, 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართოში, მაგისტრი მოსამართლის თანხლებით გამოკითხავენ. 

"ვნახოთ, რა კითხვები ექნება და კითხვების შედეგად მექნება პასუხები. მთელი ორიენტირება ხდება იმაზე, რომ დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, თითქოს მე დავავალე და ყალბი სურათები შვეუკვეთე. თუ ზეწოლას მოახდენენ, შეიძლება, ათქმევინონ კიდეც", - ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

გამოკითხვის პარალელურად, დღესვე, ბაჩალიაშვილის ოჯახი და სხვა ადვოკატები სასამართლოსთან რამიშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. 

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს 21 სექტემბერს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რომ რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს.

რამიშვილი მომხდარს მის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც მოახდინეს.


close დახურვა