logo
ENG



რიჟვაძე TI-ზე: ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ აქ გახსნილი?

14 აგვ 202014:09
3 წუთის საკითხავი
clock 514

ეს ის ორგანიზაციაა ხომ, რაღაც ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ აქ გახსნილი და ოფის-მენეჯერები იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ, ალბათ მათზე მეკითხებით ხომ? - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ინვესტიციების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, არც ერთ კომპანიასთან არ ყოფილა დისკრიმინაციული მიდგომა.

"აჭარაში ამ დასკვნებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები აკეთებენ, შედიან იურიდულ- ეკონომიკურ საკითხებში, რომლის აბსოლუტურ წარმოდგენაში არ არიან. არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არ ყოფილა არც ერთ კომპანიასთან მიმართებით. ჩვენ ყველას საჯარო ინტერესის დაცვით, მათ შორის ბიზნესს ვეხმარებით. თუმცა, როცა სანქცირება საჭიროა, არც ამისგან ვიკავებთ თავს", - განაცხადა რიჟვაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აჭარის მთავრობას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს. ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიყიდვის ფორმით, მათ შორის სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო მოუწოდებს შესაბამის უწყებას, პროცესის გამჭვირვალობის ხარისხის გასაზრდელად, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განსაკარგად პირობიანი აუქციონის გამოცხადებისას, მეტი საგარანტიო პირობები განისაზღვროს. 


close დახურვა