logo
ENG



როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ თანხა თავდამსხმელს [VIDEO]

24 ოქტ 202015:31
3 წუთის საკითხავი
clock 4561
81j65mftczxn9wl.jpg

ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ თანხა საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს.

ვიდეოში ისმის:

ავთანდილ გალდავა: წამიყვანე, სადამდეც გინდა, იქამდე მიდი, ძმაო

თავდამსხმელი: სისულელეა

ავთანდილ გალდავა: რა გინდა, რას მთავაზობ

თავდამსხმელი: დღეს მთელი დღეა, აქ ვარ

ავთანდილ გალდავა: ვიცი, ძმაო. ამოვიღო?

თავდამსხმელი: ამოიღე

ავთანდილ გალდავა: პროსტა გთხოვ რა, ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებ

თავდამსხმელი: მე არაფერს გავაკეთებ, თქვენ თუ არ გააკეთებთ

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა. გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაყვა.

მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, ფული წაიღო და მიიმალა.

უცნობია მისი ვინაობა, ასევე უცნობია, დატოვა თუ არა მან საქართველოს ტერიტორია. შსს აცხადებს, რომ მისი ძებნა აქტიურად მიმდინარეობს.


close დახურვა