logo
ENG



რომან გოცირიძე:ჯარიმები უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებს

02 ივნ 202014:22
3 წუთის საკითხავი
clock 530

პარლამენტის თავმჯდომარემ, იურიდიული და ჯანდაცვის კომიტეტებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის, ისეთი ჯარიმების შემუშავება დაავალა, რომელიც მოსახლეობას მძიმე სოციალურ ტვირთად არ დააწვება.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ჯარიმების ოდენობა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან შეუსაბამო იყო და დაჯარიმებაც შერჩევითად ხდებოდა, რასაც უარყოფენ მმართველ გუნდში.

„ჯარიმები არის შესაცვლელი და ის უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებს. სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე პირველ რიგში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სისტემა უნდა იყოს აწყობილი. ტრანსპორტში უნდა იყოს წესრიგი და უნდა დავაკვირდეთ ევროპის ქვეყნებს. აუცილებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეკეთოთ ნიღაბი, მაგრამ აი ეს ნიღაბი დღეს ერთი ცალი პურის ფასი ღირს. შეუძლებელია, რომ სოციალურად დაუცველებმა და უმუშევრად დარჩენილმა მოქალაქეებმა პირბადე იყიდონ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს რომ ასეთ მოქალაქეებს პირბადეები უფასოდ დაურიგდეთ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, ქართული ოცნება საგანგებო პერიოდის განმავლობაში შერჩევითი სამართლის მიხედვით მოქმედებდა. მისივე განცხადებით, 3000 ლარიანი ჯარიმა არის სრულიად შეუსაბამო და არანაირ პრევენციას არ ემსახურება. 

„ეს ჯარიმები იყო სრულიად შეუსაბამო, მათ ჰქონდათ არა პრევენციული ხასიათი არამედ ძარცვა იყო საზოგადოების. 3000 ლარიანი ჯარიმა ხალხის გაძარცვას ემსახურებოდა, რომლებიც ისედაც შიმშილის პირას არიან.  არის პრობლემა, რომლიც შერჩევით სამართალს ეხება და ქართული ოცნების პირობებში არიან საზოგადოების ჯგუფები, რომელთაც არ აჯარიმებენ და არიან ადამიანები, რომელთაც უბრალო რამის გამო აჯარიმებენ. როდესაც კანონს იღებ ეს არის გზავნილი იმისა, რომ ეს გარკვეული შეზღუდვები გაგრძელდება უსასრულოდ“, - განაცხადა სერგო რატიანმა. 


close დახურვა