logo

როცა პროტოკოლი იქნება ჩამოყალიბებული, დავიწყებთ ამ პროცედურასაც - ტიკარაძე პნევმოკოკის აცრებზე

clock 08 აპრ 202014:21

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პნევმოკოკზე აცრების დაწყებამდე შემუშავდება სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება ვაქცინაცია.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა ღონისძიებების გაგეგმვასთან დაკავშირებით.

„ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებებს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ახლა მუშაობს იმ ღონისძიებების განსაზღვრაზე, როდის და რა ასაკის ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ ეს ტესტები, კონსულტაციებს გავდივართ ჯანდაცვის ცენტრთან და ვითვალისწინებთ პარტნიორების რჩევებს, როცა პროტოკოლი იქნება ჩამოყალიბებული, დავიწყებთ ამ პროცედურასაც", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა