logo

რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ყაზბეგში, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უთხრის ძირს

clock 13 თებ 202020:52

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთს არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც უახლოვდება. მთავრობამ რუსეთთან დამაკავშირებელი გზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი დაიწყო, რომელიც მილიარდამდე ლარის საგზაო სამუშაოს ჩატარებას ითვალისწინებს. გზა, რომელსაც რუსეთთან მივყავართ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უთხრის ძირს და ოკუპანტების სტრატეგიულ მიზანს ასრულებს, - ასეთია ყაზბეგელების პოზიციაც და საფრთხეებს იზიარებენ სპეციალისტებიც, - საქართველო ოკუპანტის წინაშე დაუცველი რჩება. 

პროტესტის მიუხედავად, პროექტის მშენებლობა გრძელდება, დაგეგმილია მაღალი გამავლობის, დაახლოებით 40 ტონა დატვირთვის მქონე ხიდების მშენებლობა და გვირაბების გაყვანა, ზოგ მონაკვეთზე კომპანიის წარმომადგენელი „აიფაქტთან“ საუბარში იმასაც ანგარიშობენ რა წონის სამხედრო ტრანსპორტს გაუძლებს ახალი ნაგებობები. 

„ქართული ოცნება“  რუსეთთან დამაკავშირებელ გზების მშენებლობას  ეკონომიკას განავითარებს  და მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესების აუცილებლობით ხსნის. პოლიტიკურ ინტერესებზე ღიად საუბრობდა არაფორმალური მმართველი,  - ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ამ გზების მშენებლობა ოკუპანტთან ურთიერთობის დასალაგებლად სჭირდება.

რუსეთთან დაკავშირებელი გზების მშენებლობის პარალელურად  საქართველო აბრეშუმის გზის ნაწილის დასრულებას არ ჩქარობს. 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა