logo
ENG



რუსთავის აზოტი თანამშრომლების ნაწილს ხელფასის 250, ნაწილს კი 125 ლარით გაზრდას სთავაზობს

01 მაი 202116:54
3 წუთის საკითხავი
clock 1105

რუსთავის აზოტი თანამშრომლების ნაწილს ხელფასის 250, ნაწილს კი 125 ლარით გაზრდას სთავაზობს. 

კომპანიის შეთავაზებაა: 

  • თანამშრომლებს, ვისი თვიური შეთავაზება არ აღემატება 1000 ლარს, გაეზარდოს დარიცხული ხელფასი 250 ლარით. 
  • თანამშრომლებს, ვისი ანაზღაურებაც არის თვეში 1000-დან 1500 ლარამდე, დარიცხული ხელფასი გაეზარდოს 125 ლარით. 
  • კომპანია მზად არის, არ დაუკავოს თანამშრომლებს გაფიცვის დროს გაცდენილი დღეების ანაზღაურება. 
  • მზად არის, გასცეს 50-ლარიანი პრემია სააღდგომოდ. 

ქარხნის თანამშრომლები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ და უკვე 5 დღეა, გაფიცულები არიან. 

მათთვის კომპანიის შეთავაზება მისაღები არ არის. 


close დახურვა