logo
ENG



რუსთავში 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს დაუპირისპირდა, იყო რამდენიმე გასროლის ხმა

17 სექ 202000:54
3 წუთის საკითხავი
clock 1212
6gja30wfjo6zsvy.jpg

რუსთავში 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს დაუპირისპირდა, ადგილობრივების თქმით, იყო რამდენიმე გასროლის ხმა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო არავისთვის გამხდარა, რაც შეეხება კრიმინალურ პოლიციას, მათ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

დამატებითი დეტალების გარკვევას "ფორმულა" შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.


close დახურვა