logo
ENG



სააკაშვილი: ვიღაც შურით სკდება და სადაც არ უნდა გამოვჩნდე, საქართველოს სახელი მე მიკავშირდება

12 ოქტ 202021:45
3 წუთის საკითხავი
clock 2214
სააკაშვილი: ვიღაც შურით სკდება და სადაც არ უნდა გამოვჩნდე, საქართველოს სახელი მე მიკავშირდება

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი პარტია ევროპული საქართველოს განცხადების პასუხად ამბობს, რომ მისი დროის ნაწილი არ ეძღვნება "არცთუ ისე დიდი მხარდაჭერის პოლიტიკოსების განცხადებებს" და ამიტომ არ შეაფასებს მას.

ტვპირველზე, გადაცემა საჯარო პოლიტიკის წამყვანმა მას ჰკითხა: "ისინი [ევროპული საქართველოს ლიდერები] ვანო მერაბიშვილს ასახელებენ, რომ მიხეილ სააკაშვილში მან ყველაზე ბნელი ინსტინქტები გააღვიძა. [...] მიზანი რაშია ამ ყველაფრის?" - სააკაშვილმა ამ კითხვაზე პასუხისას საკუთარ თავზე ისაუბრა და თქვა, რომ ის არის "ყველაზე კომპეტენტური ადამიანი, რომლსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია".

"თქვენ გგონიათ, რომ ჩემი დროის რაღაც ნაწილი ეძღვნება არცთუ ისე დიდი მხარდაჭერის პოლიტიკოსების განხილვას? ნამდვილად არ ეძღვნება და არც მიეძღვნება მომავალში. ყველას თავის გზა აქვს/. რაც შეეხება იმას, რომ ბნელი ინსტინქტები გააღვივაო.. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი.

თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც სამჯერ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერმინისტრობა; რომელიც იყო იმ ოლქის გუბერნატორი, რომლის მოსახლეობა, საქართველოსას, პრაქტიკულად, უტოლდება. ამ შემთხვევაში, ჩემ თავზე ვლაპარაკობ.

უბრალოდ, ცოტა შემოვიტკლაცუნოთ ლოყებზე, ვიღაც იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, ჭ კლასის ლიგის წარმომადგენელზე. სადაც არ უნდა გამოვჩნდე, გვინდა თუ არ გვინდა, ვიღაც შურით სკდება, თუ ბოღმით, თავის პატარა ინსტინქტების გამო, საქართველოს სახელი მიკავშირდება მე", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა: "სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას".

ვიდეომიმართვაში იგი ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმაც ამოიღო მიზანში. მისი თქმით, სააკაშვილმა ოპოზიციას ზურგში დანა ჩაარტყა და ეს ვანო მერაბიშვილის წაქეზებით გააკეთა. 


close დახურვა