logo

საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები შესაძლოა მედიისთვის ხელის შეშლის რისკებს შეიცავდეს 

clock 30 ივნ 202021:16

მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ხელის შეშლის ახალ რისკებს შესაძლოა შეიცავდეს საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებების მიხედვით, 25-მეტრიანი რადიუსით იკრძალება ამომრჩევლის შეფერხება, შესაბამისად, ეს გაშუქებისა თუ ეგზიტპოლების მომზადების პროცესს ხელს შეუშლის.

პროექტის მიხედვით, იცვლება პარტიების დაფინანსების წესიც და საარჩევნო სარეკლამო დროის განაწილებაც, - ცვლილებების განხილვა მწვავე დისკუსიის ფონზე მიდის.

ხვალ, რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები დოკუმენტს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან. ხვალვე გაგრძელდება მუშაობა საკომიტეტო ფორმატში - 2 ივლისამდე ქვეყანას ახალი საარჩევნო კოდექსი ექნება.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა