logo

საგანგებო დგომარეობის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

clock 0 clock 104 clock 25 მაი 202020:45

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი დაპატიმრებული საპროტესტო აქციიდან. ალუბლების ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოები გააპროტესტეს დღეს ადგილობრივებმა. აქცია „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებით დასრულდა. ის ბეტონის მანქანებს გადაუდგა წინ და საპატრულო პოლიციის მოთხოვნას დაეტოვებინა ადგილი, არ დაემორჩილა.

 ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ თბილისის მერიას სარეკრეაციო ზონის მოწყობა სთხოვეს, საპასუხოდ კი მაღალსართულიანი  საცხოვრებელი კორპუსი მიიღეს.

მიწის მფლობელი ნინო ღოღობერიძე, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს აშენებს აცხადებს, რომ ტერიტორია რამდენიმე წელია მის საკუთრებაშია. მეპატრონე საუბრობს, რომ სამშენებლო ნებართვა კანონის სრული დაცვით აქვს მოპოვებული.

აქტივისტების ბრძოლას აანონსებენ საქალაქო სასამართლოსთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანები. ჩხარტიშვილის ადვოკატის  თქმით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

თბილისის მერი, კახა კალაძე თქმით, ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას არ იცნობს.

ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის განაჩენს 10 ივნისს გამოაცხადებს. „ლეიბორისტული პარტიის" წევრი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 173-ე მუხლით დააკავეს.

 

 

 

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა