logo

საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება - ოპოზიცია ოცნებას ხმების მობილიზებისკენ მოუწოდებს

clock 05 ივნ 202008:01

"საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება", - ამის გარეშე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ "ქართულო ოცნებისგან" სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის. კობახიძის ვარაუდით 113 ხმის მობილიზებას მმართველი გუნდი შეძლებს.  

"თუ არ ვცდები, 117 დეპუტატს აქვს გაცხადებული ამ კანონპროექტის მიღება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საფრთხის ქვეშ არ დგას ეს კონსტიტუციური ინიციატივა. ჩვენი მხრიდან არ იქნება არავითარი სიურპრიზი. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ მათი მხრიდან არ იქნება არანაირი სიურპრიზი, მაშინ 113 ხმაზე მეტი იქნება მობილიზებული ამ ინიციატივის გარშემო", - აღნიშნა კობახიძემ. 

მარიამ ჯაშის განცხადებით კი, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა "ქართული ოცნების" მონაწილეობის გარეშე გამორიცხავს.

"თუკი ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილება ეს იქნება არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" ბრალი და ვალდებულება, არამედ "ქართული ოცნების" მონაწილეობის გარეშე გამოვრიცხავ ამ კანონპროექტის ჩავარდნას. თუ "ქართულ ოცნებას" აქვს რეალური სურვილი, რომ ცვლილებები განხორციელდეს, სავსებით შესაძლებელია ორი ფრაქციის ხმების მობილიზება - "პატრიოტთა ალიანსის" და "დამოუკიდებელი დეპუტატების", - განაცხადა ჯაშმა. 

პატრიოტთა ალიანსის ერთ- ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოახდინოს სრული მობილიზება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდეს. 

ჩვენი მხრიდან, ორი ფრაქციის ხმები სავსებით საკმარისია კანონპროექტის მისაღებად.ამიტომ, ვურჩევ "ქართულ ოცნებას" ახლა იზრუნონ ამ ხმების მოპოვებაზე და უმრავლესობა იყოს მობილიზებული. მერე რომ არ აღმოვჩნდეთ, ისეთი ფაქტის წინაშე, რომ ხუნდაძეებმა ეს პროექტი ჩააგდეს", - ამბობს ინაშვილი. 

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა