logo
ENG



სალაძე ლუკა სირაძის საქმეზე: ერთი დიდი პრობლემაა, როგორ ხდება სასურველი ჩვენების მიღება

14 ივლ 202022:25
3 წუთის საკითხავი
clock 794
odoq78tm3bmi5d8.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის ლუკა სირაძის საქმეზე განაცხადა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ცნობილი გახდება თუ რა მოხდა მამასახლისის მიერ მოზარდის დაკითხვის დროს.

სალაძის თქმით, საჭიროა საზოგადოება მსგავს თემებზე ხშირად საუბრობდეს და საჭიროების მომენტში ადამიანებმა მოითხოვონ კვალიფიციური სამართლებრივი მომსახურება.

„ეს ხდება იმ სივრცეში, სადაც თავიდან ბოლომდე ბატონ-პატრონები არიან ის ისინი, ვინც იბარებენ გამოკითხვაზე ადამიანებს. მით უმეტეს, ამ კონკრეტულ მომენტში ეს არ არის სტანდარტული პროცესი, როდესაც სრულწლოვანი ადამიანის დაბარება ხდება, გამოკითხვა და სხვა სტანდარტული პროცედურები. ეს ჩვენება, რომელიც შეიცვალა იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენება, რომელზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ ჩოლოიანი არ ყოფილა ერთადერთი ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, თავი რომ დავანებოთ ცალკე ოთახში მამასახლისთან ლუკას გაყვანის ეპიზოდს. რახან ლუკას დედისთვის არ უთქვამს, პრაქტიკულად, არ გვაქვს მექანიზმი გავიგოთ იქ რა მოხდა. ვუსმენდი დედის ინტერვიუს და შეიძლება იქ სილის გაწვნა ყველაზე ნაკლები ყოფილიყო, ისევე როგორც ბავშვმა თქვა, რომ კაპეზეთი დამემუქრაო“, - განაცხადა სალაძემ.

მისი თქმით, სასურველი ჩვენების მიღება მოკლე დროში - ეს არის სისტემური პრობლემა.

„ეს არის ზოგადად პრობლემა, როდესაც შემინული შენობების მიღმა როგორ ხდება სასურველი ჩვენებების მიღება, ეს ერთი დიდი პრობლემაა. მით უმეტეს, როდესაც ამ პროცესებში, როგორც წესი, რაღაც ეტაპზე, სამართალდამცველები მონაწილეობენ. ხშირად გამოძიება ცდილობს ნებისმიერი ფორმით მოკლე დროში მიიღოს სასურველი ჩვენება. ერთადერთი დაზღვევაა, რომ როცა ისინი აწყდებიან მსგავს პრობლემას, იქვე მოითხოვონ კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება და ამასთან, საზოგადოება ხშირად უნდა საუბრობდეს ამ პრობლემაზე“, - განაცხადა სალაძემ

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა და ის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქმის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო და გამოავლინა დაკითხვის დროს არსებული ხარვეზები, რის შემდეგაც გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ბრალდებული გამომძიებელი მარიან ჩოლოიანი კი, ჩვენების იძულებით მიცემის ბრალდებით დააკავეს. 


close დახურვა