logo

სამადაშვილი კონგრესმენების წერილზე: დასავლეთის ინტერესშია ივანიშვილის გასტუმრება არჩევნებით

30 ივლ 202010:27
3 წუთის საკითხავი
clock 277

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებშია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება სამართლიანი არჩევნების გზით.

სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება რეგიონში ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს ავიწროებს:

„ვნახეთ, რომ კიდევ ერთხელ, კონგრესის რამდენიმე წევრმა ერთობლივად მიმართა სახელმწიფოს დეპარტამენტს. საუბარია პირდაპირ ამერიკის სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაზე, რუსი ოლიგარქის მიერ მანიპულირებული ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშრეების მხრიდან გზავნილი, რომ ჩვენ გვჭირდება ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ჩვენ გვჭირდება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ჩამოშლა ოქტომბერში არჩევნების გზით. ჩვენ მოვისმინეთ ვაშინგშტონში, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ავიწროვებს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში - მათ შორის, ამერიკელ ინვესტორებს არ აძლევს მნიშვნელოვანი გეოსტრატრაგიული პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და აძლიერებს რუსეთისა და ჩინეთის გავლენას რეგიონში. დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებშიცაა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გასტუმრება სამართლიანი არჩევნების გზით“, - განაცხადა სამადაშვილმა.

6 კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილს წერს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული. 

კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მიზანმიმართულად აძევებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოს კერძო სექტორიდან და ადგილს რუსულ, ჩინურ და ირანულ კომპანიებს უთმობს. 

close დახურვა