logo
ENG



სამნიძე: მთელი დაცვის პოლიცია, სუს-ი პარლამენტშია, ისინი ოცნებას საკუთარი ხალხისგან იცავენ

06 მარ 202309:06
3 წუთის საკითხავი
clock 579
2023/03/06/uatlwrs64kkslpe.png

სხდომაზე ოპოზიციის დიდი რაოდენობა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიწვევს ქართული ოცნების გაღიზიანებას, მითუმეტეს, როცა ჩანს, რომ სპეცოპერაცია დაწყებულია. შენობა არის სავსე სუს-ით და დაცვით, თანამშრომლები მწერენ. ყველა სართულზე არის დაცვა, რაღაც კორდონებია გაკეთებული, მაგრამ საბჭოთა ბიურო დაკეტილია, ნანა კაკაბაძე და ჯონდი ბაღათურია შიგნით არიან, ჩანს უკვე რა დამოკიდებულება აქვს ქართულ ოცნებას და რას გვიპირებს. ერთის მხრივ ზურგს აქცევენ ევროპას, ასე ჯიქურ, ძალადობრივად, ხალხის ნების წინააღმდეგ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, მაგრამ თან ამის ეშინიათ, მთელი დაცვის პოლიცია და მთელი სუს-ი აქ უდგათ, იმისთვის, რომ ისინი დაიცვან საკუთარი ხალხისგან. 

 


close დახურვა