logo
ENG



სამნიძე საპარლამენტო არჩევნებზე: მოლაპარაკებები მიმდინარეობს ენმ-სთან

29 ივლ 202017:38
3 წუთის საკითხავი
clock 633
1especjvyizk3fs.jpg

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ “ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პარტია საპარლამენტო არჩევნებში ერთობლივ მონაწილეობაზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებებს მართავს.

თუმცა, სამნიძის თქმით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს 'ნაციონალურ მოძრაობასთან', მაგრამ პროცესში ვართ და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არც დამოუკიდებლად მიღებასა და არც ბლოკში გამოსვლაზე. გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, - განაცხადა სამნიძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.  წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.   


close დახურვა