logo

სამოთხიდან რომ ჯოჯოხეთში შეყრი ხალხს, ისე ვართ შემოყრილები - დევნილების ყოფა საქართველოში

clock 0 clock 29 clock 01 აგვ 202020:56

საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის რუსული ოკუპაცია მთავარი პრობლემა უნდა იყოს, თუმცა იმისთვის, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ ყოველდღიურად არ შემოღობოს ჩვენი მიწები, განსაკუთრებული არაფერი კეთდება.

საერთაშორისო ტრიბუნიდან ძალიან იშვიათად, ისიც ძალიან მოზომილად თუ გავიგონებთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის კრიტიკას.

სწორედ წითელი არმიის საქართველოში არაერთი შემოჭრისა და მიტაცებული ტერიტორიების გამო, დღეს საქართველოში ათასობით დევნილი ცხოვრობს. ბოლო მასშტაბური აგრესია დამპყრობელი ქვეყნის მხრიდან 12 წლის წინ, 2008 წელს განხორციელდა, როდესაც რუსეთი სამაჩაბლოში შემოიჭრა.

მას შემდეგ 12 წელი გავიდა, თუმცა საქართველოში პრორუსული ძალები, რომლებიც მთავრობაშიც მრავლად გვხვდებიან, ირიბად თუ პირდაპირ ეწევიან კრემლის ინტერესების დაცვას და თითქოს ეს ომი, რომელმაც ამდენი ცხედარი, სისხლი და დევნილი ადამიანები დაგვიტოვა, არცკი ყოფილა.

ერთადერთი დახმარება, რასაც მთავრობისგან მიტოვებული დევნილები იღებენ,  45 ლარია.

დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ადამიანები „ფორმულასთან“ აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელში არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩნდებიან, შემდეგ მიდიან, მათ პრობლემებს ივიწყებენ და საარჩევნო ბროშურებს კედლებზე შემდეგ არჩევნებამდე ტოვებენ.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა