logo
ENG



სამ დიდ ქალაქში მთავრობამ პირბადის ღია სივრცეში ტარების "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა

23 ოქტ 202011:23
3 წუთის საკითხავი
clock 1598

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეებშიც ატარონ. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს შეეხება სამ დიდ ქალაქს: ბათუმს, ქუთაისსა და თბილისს. 

"ეს, განსაკუთრებით, იმ ადგილებში, გარეთ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ეს გაკონტროლდება შრომის ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა. 

23 ოქტომბერს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსით 183 პაციენტი გარდაიცვალა. დღესვე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა