logo

საოკუპაციო რეჟიმი ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს ქართულ ენაზე სწავლის უფლებას უზღუდავს

clock 0 clock 221 clock 14 თებ 202020:17

 საოკუპაციო რეჟიმი ახალგორში მცხოვრებ მოქალაქეებს საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ უფლებას ართმევს. ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება ეზღუდება. ქართულ ენაზე საუბრის გამო უკვე გაათავისუფლეს ახალგორის პირველი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის ორი დირექტორი.  

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ინფორმაციით  ქართულ ენაზე საუბარი აუკრძალეს მასწავლებლებს და მომსახურე პერსონალს არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ერთმანეთთანაც.  

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე უნდა განიხილოს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდვების გამო ოპოზიცია მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებს. დამოუკიდებელი დეპუტატები კი მთავრობას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

რა რეაგირება ექნება „ქართულ ოცნებას“ მორიგ აკრძალვასთან დაკავშირებით უცნობია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლების მიმართულებით სიტუაცია რადიკალურად  2017 წელს ქართული სკოლების „რუსიფიკაციის" პროცესის დაწყების შემდეგ შეიცვალა. ახალგორში დღეს მოქმედი ათი სკოლიდან ექვსი ქართულია, რომლებიც ეტაპობრივად გადადის რუსულ სწავლებაზე. ამ სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სწავლება სრულად რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ქართული ენა კი როგორც ცალკე საგანი ისწავლება.

 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა