logo
ENG



სარი "იუვენტუსიდან" გააგდეს

08 აგვ 202016:10
3 წუთის საკითხავი
clock 394
8vwsbjwt871fizr.jpg

სულ რამდენიმე წუთის წინ ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ მაურისიო სარი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა.

“ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა, იტალიელი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოა და გუშინდელი შეხვედრა “ლიონის” წინააღმდეგ, გადამწყვეტი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ტურინელებმა ორი მატჩის ჯამში “ლიონთან” 2:2 ითამაშეს, თუმცა ფრანგები, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

პირველი შეხვედრა საფრანგეთსი, მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა იტალიაში, “იუვენტუსმა” 2:1 მოიგო, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ უხელმძღვანელებს მომავალ სეზონში კლუბს.

მაურისიო სარიმ, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობით 51 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 34 მოიგო, 9-ჯერ დამარცხდა და 8-ჯერ კი ფრედ დაასრულა.


close დახურვა