logo
ENG



სასამართლომ ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო - იუსტიციის სამინისტროს 15 650 ლარის გადახდა დაევალა

02 აპრ 202019:14
3 წუთის საკითხავი
clock 1372
o0ruwy9gy7sl57r.jpg

მაია ნასრაშვილი, რომელიც ადრე იუსიტიციის სამინისტროში მუშაობდა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც თავად ამბობს, მან უწყებას სასამართლო დავა მოუგო, რითაც ნამდვილად დამტკიცდა, რომ იუსტიციის სამინისტროდან უკანონოდ გაათავისუფლეს. 


"მოვიგე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მოვუგე. სასამართლომ ჩემი გათავისუფლება არაკანონიერად ცნო. ჩემი გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო სასამართლომ. კომპენსაციაც დააკისრა და საკმაოდ სოლიდურიც - 15650 ლარი",-წერს ნასრაშვილი

როგორც მაია ნასრაშვილი "ფორმულასთან" განმარტავს, პროცესი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის მსგავსად კიდევ არაერთი ადამიანი გაათავისუფლებს, ამიტომ გადაწყვიტა საქმის სასამართლოში გაგრძელებაც.

"რთული იყო ეს 8 თვე სანამ პროცესი მიმდინარეობდა. რთული იყო ახალი სამსახურის მოძებნაც, რადგან, როგორც წესი, ჩვენს რეალობაში, დამსაქმებელს არ უნდა ისეთი ახალი თანამშრომლის აყვანა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უჩივის. რთული იყო ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, რომელიც ამ დროის განმავლობაში მხარში მედგნენ. მაგრამ არ შეიძლება საჯარო სამსახურმა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადამიანები, უსაფუძვლოდ გაუშვან სამსახურიდან, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, თავიანთი პირადი შეხედულებების გამო. ამის მიუხედავად, თავი ვალდებულად ჩავთვალე გამესაჩივრებინა სასამართლოში. ვინაიდან, საკითხი არა მხოლოდ ერთი ადამიანის ბედს ეხება, არამედ ყველა იმ დასაქმებულს, რომლებიც, შესაძლოა, ხვალ ჩემს მდგომარეობაში აღმოჩენილიყვნენ საჯარო სამსახურში",-ამბობს მაია ნასრაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მაია ნასრაშვილი დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი გასული წლის აგვისტოს თვიდან აღარაა. რეორგანიზაციის პროცესს დასაქმებულთა შემცირება და ახლებური გადანაწილება მოჰყვა, ხოლო ერთ-ერთი სამმართველო, რომელიც ბაშვების მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის პროფილით ფუნქციონირებდა - გაუქმდა. 


close დახურვა