logo
ENG



სასწრაფოს თანამშრომელი: ჩემი მორიგეობიდან მეორე-მესამე დღეს დამისვეს დიაგნოზი

04 აპრ 202014:57
3 წუთის საკითხავი
clock 628
ljd5ge2jfa6ngf3.jpeg

 

რუსთავში, კორონავირუსით დაინფიცირებული სასწრაფოს ექიმის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ის და მისი მეუღლე, რომელიც ბანკის თანამშრომელია თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სასწრაფოს ექიმის თქმით, დიაგნოზი მას მისი მორიგეობიდან მეორე-მესამე დღეს დაუსვეს.

„31 მარტს მორიგე ვიყავი, ამ დღეს ეროვნული ბანკის არცერთ თანამშრომელს ეს დიაგნოზი არ ჰქონდა დასმული. დავამთავრე მორიგეობა, არანაირი ჩივილები არ მქონია. მეც და ჩემს მეუღლესაც გუშინ დაგვისვეს დიაგნოზი. მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკში პირველივე დიაგნოზი დაისვა, ვართ იზოლირებულნი და სამსახურში აღარ ვყოფილვართ. ჩვენ ექიმები ყველანაირი დაცვით მივდივართ პაციენტებთან - ხელთათმანებით, სათვალეებით, პირბადეებითა და სკაფანდრებით. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩემი მორიგეობიდან მეორე-მესამე დღეს დამისვეს დიაგნოზი“, - აცხადებს სასწრაფოს ექიმი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში სასწრაფო ექიმის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსი მას მეუღლესგან გადაედო. რუსთავში კორონავირუსის 7 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის არის რუსთავის საკრებულოს დეპუტატი ოჯახის წევრებთან ერთად.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 157 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გარდაცვლილია ერთი, ხოლო გამოჯანმრთელებული - 28.

 


close დახურვა