logo
ENG



საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიები ადასტურებენ, რომ ნავალნი "ნოვიჩოკითაა" მოწამლული

14 სექ 202014:05
3 წუთის საკითხავი
clock 756
tcxxpeg7p426zat.jpg

გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, საფრანგეთის და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავი აღმოჩნდა.

ბერლინში განმარტეს, რომ ნიმუშები, რომლებიც ნავალნის ორგანიზმიდან აიღეს, სწორედ ამ ორ ქვეყანაში გაგზავნეს დამოუკიდებელი გამოძიებისთვის. გარდა ამისა, ნიმუშები გაეგზავნა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაც, რომელიც ასევე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს.

განცხადება, რომ რუსი ოპოზიციონერი ნავალნი იმავე ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს, რითაც მამა-შვილი სკრიპალები, გერმანიის ხელისუფლებამ 2 სექტემბერს გააკეთა. ნავალნი გერმანიაში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. 7 სექტემბერს გერმანელმა ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი კომიდან გამოიყვანეს. 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნავალნი სრულად მოვიდა გონს.


close დახურვა