logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

29 სექ 202012:28
3 წუთის საკითხავი
clock 691

საქართველოში კორონავირუსით დღეს მეორე, 34-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ქვეყანაში დღეს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 314-ით გაიზარდა. ვირუსისგან განიკურნა 270 ადამიანი, გარდაიცვალა - 34.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, 8 664 PCR ტესტი ჩატარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 5 866 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 2 324 გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 637 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 800 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.


close დახურვა