logo
ENG



საძაგლიშვილი რურუას პატიმრობაზე: მოსალოდნელი იყო, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ

30 ივლ 202011:29
3 წუთის საკითხავი
clock 353

„მთავარი არხის“ მეწილის უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ რურუასთვის პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საძაგლიშვილის თქმით, რურუას საქმეში არც ერთ მუხლთან დაკავშირებით, არც ერთი მტკიცებულება არსებობდა.

„მოსალოდნელი იყო, თავად გიორგი რურუაც ღიმილით შეხვდა, რადგან ეს წინასწარ ვიცოდით. სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო, რადგან ჩვენ ხუთ წელს ველოდით, ამ ნაწილში იყო მოულოდნელი. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობდა, არც ერთ მუხლთან დაკავშირებით და პირიქით, უამრავი მტკიცებულება არსებობდა საქმეში, რომელიც პოლიციელებისა და პროკურორების დანაშაულს ადასტურებდა. კანონიერება, სამართალი, მოსამართლე, ამ საქმესთან დაკავშირებით რელევანტური არ არის. გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პოლიტიკურ გავლენას დაქვემდებარებული ორგანო. მიუხედავად ამისა, მაინც გავასაჩივრებთ“, - განაცხახდა საძაგლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 


close დახურვა